Wednesday, April 6, 2011

იანვრიდან მარტის ჩათვლით ვენა გადაიქცევა სამეფო ევროპული მეჯლისების ჩატარების ცენტრად. უამრავ საკონცერტო დარბაზებში, პარკებსა თუ უბრალოდ ვენის ქუჩებში ამ დროს გაისმის სამეჯლისო მელოდიები. მთელი სეზონის განმავლობაში ვენაში ჩატარდება 200–მდე მეჯლისი, რომლეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ვენის ოპერისა და ხოფბურგის სასახლის მეჯლისები. ისინი წარმოადგენენ ყველაზე მდიდრული ვენურ მეჯლისებს. აქ შეხვდებით არაერთ პოლიტიკურ ლიდერს, ბიზნესმენს, ხელოვნებისა და სპორტის ვარსკვლავებს. ვენაში ამ დროს ასევე გელოდებათ ყვევილების და ვენის ფილარმონიის მეჯლისი, ოფიცრებისა და კონდიტერების მეჯლისი, გეების და ლესბოსელების მეჯლისი. ყოველი მეჯლისის საორგანიზაციო კომიტეტი აფრთხილებს მეჯლისის სტუმრებს dress code–ის შესახებ.

ბილეთების ღირებულება როგორც წესი მერყეობს 100 ევროდან 1000 ევრომდე და დამოკიდებულია მეჯლისის პრესტიჟულობასა და პროგრამაზე.



No comments:

Post a Comment