Tuesday, April 19, 2011

ჩემი მიერ მოძიებული წიგნის ანალიზი...

ძალიან უცნაური იყო ღვინჯილიას კვლევის შედეგები,,როდესაც ის ქარტული კლასიკური მუსიკის ჩამოყალიბების საფძვლებზე წერდა ძალიან ხშირად ხმარობდა იმ ტერმნინს რომ ეს ყოველივე რომანტიზმის დამსახურება იყო..
მარტალია ქარტული კალსიკური მუსიკას დიდი და საინტერესო ისტორი აქვს და ის მკვეტრად თუ არა მაინც განსხვავდება იმ დროინდელი ევროპული კალსიკური მუსიკისგან გმაკვირვა იმ ფაკტმა რომ ლიტერეტურად აქვს დიდი ღვაწლი..

ასევე ახალი და საინტერესო იყო იმის გაგება რომ რომანტიზმი პირდაპირ კავშირშია კლასიკური მუსიკის განვითარებასთან..

პირველი დღე საჯაროში....:))

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიზარმაცემ მძლია და დიდი ხნის შემდეგ გავუდექი საჯარო ბიბლიოთეკისკენ სავალ გზას,,თავს იმითი ვიმშვიდებდი რომ საინტერესო და ახალი იქნებოდა(მაგრამ მოლოდინმა გადააჭარბა)
ერთ არცთუ ისე ჩვეულებრივ დღეს შევაღე საჯარო ბიბლიოთეკის სარეგისტრაციო ოტახის კარები და მეგონა მთელი რიგი პროცედურები ამით დამთავრდებოდა,მაგრამ როგორც ყოველთვს შევცდი ...:(

გადავიღე ფოტო სურათი და მეორე დღეს დამიბარეს ბარათის ასაღებად,,(((რაც ცოტა დამეზარა
კიდეც..:))
მესამე დეს როგორც იქნა შევაღე საჯარო ბიბლიოთეკის დიდი კარები და სადაც აათასი უცნაურობა მელოდა წინ..
პირველი სიურპრიზი ის იყო რომ თანამშრომლებზე გაბრაზებული ბიბლიოთეკარი შემხვდა რომელმაც ჩემს თანდასწრებით კარგად გამოანძღა თავისი თანამშრომლები..მერე კი გაბრაზებული მე მომიტრიალდა და მკითხა თუ რა წიგნს ვეძებდი..((მართლა შემეშინდა ისე გაბრაზებული იყო...მეგონა გამოვიქცეოდი..:)

დიდი ხნის შემდეგ აღმოჩნდა რომ წიგნს რომელსაც მე ვეძებდი სამწუხაროდ იმ სამკითხველო დარბზში არ იყო და სხვაგან გამაგზავნა....

როგორც იკნა დიდი წვალებისა და სააათობრივი ლოდინის შემდეგ ჩემთვის სასურველი წიგნი ვიპოვე,,დავჯექი სამკითხველო დარბაზში და....:))


მანამდე კი დამავიწყდა მეთქვა სანამ შემოვიდოდი ჩანთაც კი შემიმოწმეს და გასვლისასაც..:))

მოკლედ გადასარევი დგე იყო,,ვიცი ხშირად ვივლი..:))

EROVNULI CNOBIERBIS SAKITXI QARTUL KLASIKUR MUSIKASHI

კლასიკური მუსიკის გავლენა ქართულ ხელოვნებაში ძალიან ფართოა, ქართული კლასიკური მუსიკის განვითარება და ჩამოყალიბება ართული ტომანტიზმის სკოლის არსებობამ,
ჩოტა უცნაურიც კი არის ამაზე საუბარი მაგრამ როგორც ისტორიკოსები აღნიშნავან რომ არა ქარტულ ხელოვნებაში რომანტიზმის ძლიარი არსებობა მაშინ ასეთი ძლიერი მუსიკის სიყვარული.
თუ გადავხედავათ ქარტულ ისტორიას მაშინ კარგად დავინახავთ თუ საიდან იღებს საფუძველს კლასიკური მუსიკისადმი სიყვარული ქართულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში
ძალიან მნიშველოვანი როლი უთამაშია ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებების არსებობს..რამაცსაფუძველი ჩაუყარა რომ რომანტიზმის ეპოქაში განვითარებას მისცემოდა.ასევე ძალიან მნიშველოვანი იყო ქართული ხალხური ლიტერატურა,განსაკუათრებიტ რენესანსის ეპოქაში რომელმაც არსებითი როლი ითამაშა რომ ქართული კლასიკური მუსიკა იმ დონეზე განვითარებულიყო როგორც იმ დროის ევროპაში იყო..
მე -20 საუკუნის სტილურ მიმდინარეობები გაბატონებული პოეტური გავლენა ისევ იგრძნობა ევროპულ კლასიკურ მუსიკსი,,განსხვავებით ქარტულიუ კალსიკური მუსიკიდან,სადაც ტუ ტვალს გადავავლებტ მრვლად დავინხვათ იმპრესიონიზმისა და რომანტიზმის ხაზს.
Kარტული კლასიკური მუსიკის მცოდნე .გ.გოგოუა ასახელებს თუ რა ასპექტები იყო მნიშვნელოვანი ქართული კლასიკური მუსიკის განვითარებისთვის,პირველ რიგში ის ასახელებს ქრისტიანული რელიგიის გავლენას,მეორეს მხრივ მის განვიტარების პერიოდად შუა საუკუნეები რადგან არის ასევე საგულისხმოა რაინდების ინსტიტუტების არსებობა,ასევე გოგოუა წერს რომ თუ ვეფხიტაყოსანს გადავხედავთ მანდ კარგად ჩანს კლასიკურ სტილს და წერის მანერას საფუძვლები, ..

ავტორი;გ ღვინჯილია.

Wednesday, April 6, 2011

ვენის კლასიკური სკოლა

XVIII საუკუნის მანძილზე ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა ინსტრუმენტულ მუსიკაში ახალი ჟანრებისა და ფორმების ჩამოყალიბის პროცესი. ამ პროცესმა სრულყოფილი სახე მიიღო და მწვერვალს მიაღწია სწორედ "ვენის კლასიკურ სკოლაში" სამი ზემოთხსენებული მუსიკოსის შემოქმედბაში.

ვენის კლასიკური სკოლის კომპოზიტორებმა გააერთიანეს მრავალი მანამდელი ჟანრი, ფოლკლორული მუსიკიდან მოყოლებული ბაროკოს პოლიფონიამდე; გაერთიანდა მრავალი გერმანული, იტალიური და ფრანგული მუსიკალური სტილი და მიმდინარეობა; იხვეწება მრავალი ჟანრი. ყალიბდება სონატური-სიმფონიური ფორმა — სამ-ოთხ ნაწილიანი ფორმა, რომელიც თითქმის ყველა ხელოვნების დარგში გამოიყენება. პირველი ნაწილი არის სონატური ფორმის, მას ხშირად სონატურ ალეგროს უწოდებენ. ის კონტრასტულობის პრინციპს ეფუძნება, ეს გამოიხატება არა ნაწილებს შორის, არამედ თავად ნაწილებშიც. ციკლის მეორე ნაწილი ნელია. ის ან არის ვარიაციული ფორმის, ან რთული სამნაწილიანი კონტრასტული შუა ნაწილით. მესამე არის "მენუეტი". ის ყველაზე ახლოსაა ყოფაში გავრცელებულ მუსიკალურ ჟანრებთან. მენუეტი, როგორც წესი, იწერება რთული სამნაწილიანი ფორმით, რომლის შუა ნაწილია ტრიო. ტრიოს ბოლოში არის ნიშანი D. C.- da capo, რაც პირველი ნაწილის უცვლელი სახით გამეორებას ნიშნავს. მეოთხე ნაწილი, ფინალი, აჯამებს მთელ სონატურ-სიმფონიურ ციკლს. ფინალი, როგორც წესი, ჩქარ ტემპში იწერება, ფორმა კი განსხვავებულია. ხშირად ესაა რონდო, სადაც მუდამ ბრუნდება მთავარი თემა — რეფრენი, მას ენაცვლება განსხვავებული ეპიზოდები. ზოგჯერ ფინალი სონატური ფორმით იწერება, ზოგჯერ კი რონდო-სონატურით, რომელშიც შერწყმულია რონდის და სონატური ფორმის ნიშნები.

ი. ს. ბახის შვილის კარლ ფილიპ ემანუელ ბახის შემოქმედებამ, დიდი როლი ითამაშა ჰაიდნის შემოქმედებრივი ცხოვრების განვითარებაზე. მოცარტი თავის მრავალრიცხოვან მოგზაურობებში ეცნობოდა მნიშვნელოვან ადამიანებს, ი.ს. ბახს, რომელმაც მოცარტს იტალიური ოპერა და მანჰაიმის სკოლა გააცნო. აგრეთვე იგი იცნობდა ჰენდელისა და ი.ს. ბახის შემოქმედების მნიშვნელოვან ნაწილს. მოგვიანებით მოცარტის და ჰაიდნის შემოქმედებას ეცნობა ბეთჰოვენი, რაც დიდ გავლენას ახდენს მასზე.




ლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება. ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. კლასიციზმის ესთეტიკაში შემდეგი პრინციპები გაირჩევა:
გონება უპირისპირდება გრძნობას და მთავარ ადგილს იკავებს.
არსებობს აბსოლუტური იდეალი, რომელთან მიახლოვებაც არის ხელოვნების მიზანი.
ბუნების მხატვრული გარდაქმნა ამავე დროს მისი წვდომაცაა. ამდენად, ხელოვნებას ეკისრება სამყაროს იდეალური კანონზომიერებების გამოაშკარავების ფუნქცია. კლასიციზმის ესთეტიკა მხოლოდ მარადიულს აფასებს.
კლასიციზმი ეძებს არა რეალობას ან გამოგონილს, არამედ დამაჯერებლობას, შესაძლებელს, მისაღებს. გამორიცხულია ყველაფერი ექსტრავაგანტული და არაბუნებრივი. დაუშვებელია პუბლიკის შოკირება.
კლასიციზმში შემოქმედს მხოლოდ შთაგონება არ ჰყოფნის, შთაგონებას და წარმოსახვას უნდა აკონტროლებდეს გონება.
სტილზე მუშაობისას ხელოვანმა უნდა მიბაძოს ანტიკურ ავტორებს, რადგან ისინი ეტალონებად მიიჩნევა.

XVIII საუკუნის მანძილზე ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა ინსტრუმენტულ მუსიკაში ახალი ჟანრებისა და ფორმების ჩამოყალიბის პროცესი. ამ პროცესმა სრულყოფილი სახე მიიღო და მწვერვალს მიაღწია სწორედ "ვენის კლასიკურ სკოლაში" სამი ზემოთხსენებული მუსიკოსის შემოქმედბაში.

კლასიკური კონცერტები..

მიმდინარე წლის 23 მაისს ქ.რიგის საკონცერტო დარბაზში "Small Guild” ჩატარდა კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ქალაქ ტრიერში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა ქეთევან რუხაძემ, მომღერალმა–ტენორმა გორ არსენიანმა და აგრეთვე, ლატვიის მუსიკალური აკადემიის მუსიკოსებმა. აღსანიშნავია, რომ კონცერტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, ინიცირებული და ორგანიზებული იყო ქ.რიგის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის კულტურის ცენტრ „რიტუმსის“ მიერ. კონცერტზე შესრულებული იქნა ცნობილი ქართული და უცხოური კლასიკური ჟანრის ნაწარმოებები.
იანვრიდან მარტის ჩათვლით ვენა გადაიქცევა სამეფო ევროპული მეჯლისების ჩატარების ცენტრად. უამრავ საკონცერტო დარბაზებში, პარკებსა თუ უბრალოდ ვენის ქუჩებში ამ დროს გაისმის სამეჯლისო მელოდიები. მთელი სეზონის განმავლობაში ვენაში ჩატარდება 200–მდე მეჯლისი, რომლეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ვენის ოპერისა და ხოფბურგის სასახლის მეჯლისები. ისინი წარმოადგენენ ყველაზე მდიდრული ვენურ მეჯლისებს. აქ შეხვდებით არაერთ პოლიტიკურ ლიდერს, ბიზნესმენს, ხელოვნებისა და სპორტის ვარსკვლავებს. ვენაში ამ დროს ასევე გელოდებათ ყვევილების და ვენის ფილარმონიის მეჯლისი, ოფიცრებისა და კონდიტერების მეჯლისი, გეების და ლესბოსელების მეჯლისი. ყოველი მეჯლისის საორგანიზაციო კომიტეტი აფრთხილებს მეჯლისის სტუმრებს dress code–ის შესახებ.

ბილეთების ღირებულება როგორც წესი მერყეობს 100 ევროდან 1000 ევრომდე და დამოკიდებულია მეჯლისის პრესტიჟულობასა და პროგრამაზე.



Wednesday, March 23, 2011

კლასიკური მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენლები

ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: "პათეტიკური" (№ 8, 1799), "სამგლოვიარო მარშით" (№ 12, 1801), "მთვარის" (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I - 1798, II - 1798, III - 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (1801).მიუხედავად იმისა რომ ბეთხოვენი ადრეული ასაკიდან დაყრუვდა,მან უამრავი სიმფონიები შექმნა ... თუ რაიმე ინფორმაცია დაგაკლდათ მოგვმართეთ მაილზე : tatamamrikishvili@mail.ru











მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ტალანტით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი..



იოჰან სებასტიან ბახი (დ. 21 მარტი/ 31 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - გ. 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.